აუდიოჩანაწერები

Youtube-ზე ბესო სურმავას სახელით ახალი აუდიოჩანაწერები გავრცელდა

Youtube-ზე ბესო სურმავას სახელით ოთხი ახალი აუდიოჩანაწერი გავრცელდა, სადაც კოალიცია ქართული ოცნების წევრების საუბრებია ასახული. ჩანაწერებში გუბაზ სანიკიძე, ირაკლი ღარიბაშვილი და გია ხუხაშვილი ფიგურირებენ.

ბესო სურმავა აცხადებს, რომ იგი ბიძინა ივანიშვილის პირადი დაცვის წევრი იყო. მისი თქმით, ქართული ოცნების წევრების საუბრების მოსმენა და ჩაწერა უსაფრთხოების სამსახურს ბიძინა ივანიშვილისგან ჰქონდა დავალებული.

როგორც სურმავას ოჯახში განმარტავენ, მისი ადგილსამყოფელი ამ დროისთვის უცნობია. ოჯახის წევრები არ გამორიცხავენ, რომ ბესო სურმავაზე ზეწოლა ხორციელდებოდეს.

ბესო სურმავას სახელით Youtube-ზე რამდენიმე აუდიოჩანაწერი გუშინაც განთავსდა. 

კომენტარები