ივანიშვილი და მედია

ბიძინა ივანიშვილი: კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერი ბიძინა ივანიშვილი, მედიის წარმომადგენლებს შეხვდა. საუბარი ეხებოდა კოალიციის სამომავლო გეგმებსა და მედიასთან დაკავშირებულ ხედვებს. შეხვედრა სასტუმრო რედისონში, საქართველოს პრესის ასოციაციის ორგანიზებით ჩატარდა, 

ივანიშვილმა განაცხადა, რომ ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში მედია მეოთხე ხელისუფლების ფუნქციას დაიბრუნებს. რაც შეეხება მოახლოებულ არჩევნებს, მისი თქმით კოალიცია სამოქალაქო დაპირისპირებას არ დაუშვებს.

,,თუ მოხდება უხეში დარღვევები, ეს შეუმჩნეველი არ დარჩება. ისინი ვერ გააყალბებენ არჩევნებს ისე, რომ არ გამოჩნდეს. გაძლევთ გარანტიას, ამას არავინ გააფორმებს და არ მოხდება ის, რაც ადრე ხდებოდა.’’-განაცხადა ბიძინა ივანიშვილმა.

კომენტარები