ივანიშვილი და მედია

მე-9 არხი რეგიონებში მაუწყებლობას სატელიტური ანტენების მეშვეობით გეგმავს

ბიძინა ივანიშვილის  ”მე-9  არხი” რეგიონებში მაუწყებლობას ივანიშვილისვე „გლობალ TV“-ის სატელიტური ანტენების მეშვეობით  გეგმავს. გავრცელებული ცნობებით, ამის შესახებ დღევანდელ პრესკონფერენციაზე „გლობალ TV”-ს მარკეტინგისა და განვითარების დირექტორმა ზურაბ ბაზლიძემ აღნიშნა.

სატელიტური ანტენა და მიმღები მოწყობილობა 120-140 ლარი ღირს, თუმცა „გლობალ TV ” აბონენტებთან ლიზინგის ხელშეკრულება გაფორმებას აპირებს. მომხმარებლები საფასურს 10 წლის განმავლობაში დაფარავენ, პირველ წელს კი უფასო მომსახურებით ისარგებლებენ.”მასობრივად შევალთ იმ რეგიონებში, სადაც მაუწყებლობა რთულია,” - აღნიშნა ბაზლიძემ.

 

კომენტარები