საქართველოს საპატრიარქო

ჯვართამაღლების დღესასწაულზე თბილისის კურთხევაა დაგეგმილი

27 სექტემბერს, ჯვართამაღლების დღესასწაულზე თბილისის კურთხევაა დაგეგმილი.

”ჯვართამაღლების დღესასწაულთან დაკავშირებით და შექმნილი რთული სიტუაციის გამო, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის ლოცვა-კურთხევით იგეგმება თბილისის კურთხევა.” - ნათქვამია საქართველოს საპატრიარქოს განცხადებაში.

საპატრიარქოს ცნობით, ლოცვით, ნაკურთხი წლის სხურებითა და ჯვარ-ხატებით მსვლელობა სასულიერო პირების მონაწილებით დაიწყება ოთხი მიმართულებიდან: ვაკიდან (საბურთალოს პანთეონი, ამაღლების ტაძრიდან), ვაჟა-ფშაველადან (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან), კინოთეატრ "საქართველოდან" (წმინდა ბარბარეს ტაძრიდან) და ასევე წმინდა ბარბარეს სახელობის (ქვედა) ეკლესიიდან (ქინძმარაულის ქ.).

”სამი მხრიდან (ვაკე, საბურთალო, დიდუბე) შეკრების ადგილი არის გმირთა მოედანი, სადაც ხალხი თავს მოიყრის 16.00 საათზე და შემდეგ გაემართება მეტეხის ხიდისკენ, ასი ათასი ქართველის წამების ადგილზე. აქ 18 საათზე მსვლელობას შეუერთდება მეოთხე ნაკადი და შესრულდება საზეიმო პარაკლისი.” - აღნიშნულია საპატრიარქოს განცხადებაში.

დედაქალაქის კურთხევაში მონაწილეობის მიღება შეუძლია ყველა მსურველს.

 

კომენტარები