გაეროს გენერალური ასამბლეა

მიხეილ სააკაშვილი გაეროს გენერალური ასამბლეის სესიაზე სიტყვით გამოვა

საქართველოს პრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი, ნიო-იორკში,  გაეროს გენერალური ასამბლეის რიგით 67-ე სესიაზე სიტყვით გამოვა. ამის შესახებ, ტრადიციულ ბრიფინგზე, საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ნინო კალანდაძემ განაცხადა.

როგორც ცნობილია, ხვალინდელ სესიაზე მიხეილ სააკაშვილი რიგით მეოთხე გამომსვლელი იქნება.

ნიუ-იორკში უკვე იმყოფება საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს დელეგაცია,  გრიგოლ ვაშაძის ხელმძღვანელობით.

საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, გრიგოლ ვაშაძე ორმოცამდე შეხვედრას გამართავს, უცოხელ კოლეგებთან და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლებთან. ქართული მხარე დებატებშიც მიიღებს მონაწილეობას. 

კომენტარები