არჩევნები 2012

როლანდ ახალაიას საარჩევნო შტაბი რამდენიმე წევრმა დატოვა

ნაციონალური მოძრაობის ზუგდიდის მაჟორიტარი კანდიდატის, როლანდ ახალაიას სოფელ კოკის საარჩევნო შტაბის უფროსი რამაზ შენგელია და  3 კოორდინატორი, ნუკრი ნარმანია, სიმონ და ალიკა ბენდელიანები  "ქართული ოცნებაში" გადავიდნენ. შენგელიას თქმით, მათი გადაწყვეტილება გლდანის ციხეში პატიმრების წამების ვიდეობით არის გამოწვეული.

"ამ ფაქტების გამო არანაირი მორალური სურვილი არ მაქვს დავრჩე აქ, როცა ჩვენს დებს და ძმებს აწამებენ. ზეწოლა ყოველთვის იყო და იქნება, მაგრამ საქართველოში ასეთი ქმედებები არ უნდა ხდებოდეს,"-განაცხადა შენგელიამ.

შენგელიამ და დანარჩენებმა ვიდეოკამერების წინ დემონსტრაციულად "ქართული ოცნების" ლოგოტიპიანი ლურჯი მაისურები ჩაიცვეს.

კომენტარები