
1938 წელი
უკანასკნელი ხუთი წლის მანძილზე ქართულმა საბჭოთა ლიტერატურამ ერთ-ერთი წამყვანი ადგილი დაიკავა საბჭოთა კავშირის მოძმე რესპუბლიკების ლიტერატურებს შორის. საქართველოს ლიტერატურულ ორგანიზაციებში არსებობდა დაჯგუფებები, რომლებიც ხრწნიდნენ მწერალთა კადრებს და აფერხებდნენ ქართული ლიტერატურის განვითარებას.
პროლეტარ-მწერალთა ქართულ ასოციაციასთან ერთად ქართველ მწერალთა წრეში არსებობდა განკერძოებული ჯგუფები: „ცისფერყანწელები”, „აკადემიური ჯგუფი”, „ლეფელები”, „არიფიონელები” და სხვ. „ცისფერყანწელთა” ჯგუფში 
ქართულ ლიტერატურაში „ცისფერყანწელთა” შემოქმედება წარმოადგენდა დასავლეთ-ევროპულ და რუსულ ბურჟუაზიულ-დეკადენტურ ლიტერატურის დაგვიანებულ გამოძახილს. სოციალისტური მშენებლობის წარმატებებისა და „ცისფერყანწელების” წინააღმდეგ განხორციელებული მძაფრი იდეური ბრძოლის შედეგად ეს ჯგუფი დაიშალა.
თუკი ადრეულ პერიოდში, ЦК ВКП (б)-ს 1932 წლის აპრილის დადგენილების შემდეგ, ჯგუფ „ცისფერყანწელების” 
ჯგუფისთვის „ლეფელები”, რომელიც 1924 წელს ჩამოყალიბდა და რომელშიც შედიოდნენ – ს. ჩიქოვანი, დ. შენგელაია, ბ. ჟღენტი, ლ. ასათიანი და სხვანი, დამახასიათებელი იყო ფორმალური ნოვატორობა, წვრილბურჟუაზიული მეამბოხეობა. ისინი გამოსცემდნენ სპეციალურ ჟურნალს „H2SO4”, (გოგირდმჟავას ქიმიური ფორმულა). (სიცილი დარბაზში) „ლეფელები” უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში გათავისუფლდნენ მათთვის წარსულში დამახასიათებელი აბდაუბდისგან, გადავიდნენ საბჭოთა ლიტერატურის იდეურ პოზიციებზე და ამჟამად ქართული ლიტერატურის მოწინავე რიგებში იბრძვიან.

ჯგუფში „არიფიონი”, რომელიც 1928 წ. დაარსდა, შედიოდნენ მწერლები: მ. ჯავახიშვილი, შ. დადიანი, ს. შანშიაშვილი, ლ. ქიაჩელი, გ. ქიქოძე, ი.მოსაშვილი და სხვ. თავის სტატიაში, რომელიც ჟურნალ „არიფიონის” პირველ ნომერში გამოქვეყნდა და ჯგუფის დეკლარაციას წარმოადგენდა, გ. ქიქოძე წერდა: „…რევოლუციამ ვერ შეძლო ევრაზიის ფარგლებს გაცდენოდა, ის დედამიწის ერთ მეექვსედ ნაწილში ჩაიკეტა.
რა დაუპირისპირა მან ძველ კულტურას? ელექტროფიკაცია, ინდუსტრიალიზაცია, კოოპერაცია… ძველი ღმერთები დაიხოცნენ, კრიტიკულმა აზროვნებამ გაანადგურა ძველი ილუზიები, არ არსებობს ცრურწმენისაკენ უკან დასახევი გზა, 
ეს იყო აშკარა კონტრრევოლუციური მოწოდება, რომელიც მიმართული გახლდათ საბჭოთა ხელისუფლების და ჩვენი სოციალისტური მშენებლობის წინააღმდეგ.
სოციალიზმის წარმატებებისა და ჯგუფ „არიფიონის” წინააღმდეგ გაშლილი იდეური ბრძოლის შედეგად, ჯგუფმა მოახდინა თვითლიკვიდაცია და ამჟამად ჯგუფის ყველა წამყვანი წევრი ცდილობს აქტიურად იმუშაოს საბჭოთა ლიტერატურის სფეროში.
უკანასკნელ წლებში განსაკუთრებით სწრაფად განვითარდა ქართული საბჭოთა პოეზია, რომელიც გამდიდრდა ახალი, 
ქართველ მწერლებსა და ხელოვნების წარმომადგენლებს შორის არიან ცალკეული პირები, რომლებმაც უნდა გადასინჯონ თავიანთი ურთიერთობა ქარველი ხალხის მტრებთან. სერიოზულად დაუფიქრდნენ ამას და თავისთვის ყველა საჭირო დასკვნა გამოიტანონ, რადგან არავის მივცემთ ნებას ითვალთმაქცოს, ქართველი ხალხი მოატყუოს და საბჭოთა მწერლის ან მხატვრის სახელწოდებას ამოფარებულმა ხალხის მტრებთან ერთად შავი საქმე აკეთოს.

სიკეთე არ მოჰყვება მის ნავარდს ლომინაძისგან ჯიქიასკენ, ჯიქიასგან აღნიაშვილისკენ და ბოლოს ელიავას კლანჭებში.
ზედმეტი არ იქნება სერიოზულად ჩაუფიქრდნენ თავის საქციელს აგრეთვე გამსახურდია, ჯავახიშვილი, მიწიშვილი, შევარდნაძე და კიდევ ზოგიერთები. საბჭოთა მწერალი პირველ რიგში ის ადამიანი უნდა იყოს, რომელიც ყველაფერს საბჭოთა ხელისუფლებას, სოციალისტურ სამშობლოს, ლენინისა და სტალინის პარტიას მიუძღვნის. მას უნდა უყვარდეს 
ჩემს მიერ ჩამოთვლილმა მწერლებმა უნდა იცოდნენ, რომ მათი შემდგომი საქციელი, ის გარემოება, თუ რა სწრაფად გარდაიქმნებიან და დაჰგმობენ თავის წარსულ საქმეებსა და კავშირურთიერთობას, განსაზღვრავს ჩვენი პარტიისა და საბჭოთა ხელისუფლების დამოკიდებულებას მათდამი.





