ავღანეთი

ნატო ავღანეთში დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმეს გამოიძიებს

ნატოს საერთაშორისო ძალებმა ავღანეთში, პროვინცია ლაგმანში ექსპერტების ჯგუფი გააგზავნა ალიანსის მიერ განხორციელებული ავიაშეტევის შედეგად დაღუპული მშვიდობიანი მოქალაქეების საქმის გამოსაძიებლად.

ალიანსის წარმომადგენლების განცხადებით, ნატოს ძალებმა ავიადარტყმა ”მტრულად განწყობილი” ადგილობრივი შეიარაღებული პირების წინააღმდეგ განახორციელეს, რის შედეგადაც რამდენიმე ავღანელი სამხედრო დაიღუპა. გავრცელებული ცნობით, ავიაშეტევას ემსხვერპლნენ მშვიდობიანი მოქალაქეებიც, ავღანელი ქალები.

ავღანეთში არსებულმა ნატოს შეიარაღებულმა ძალებმა დაღუპული მშვიდობიანი მოსახლეობის ოჯახებს სამძიმარი გამოუცხადა.

ავღანეთის პრეზიდენტმა ხამიდ კარზაიმ ალიანსის მიერ განხორციელებული შეტევის შედეგად მშვიდობიანი მოქალაქეების დაღუპვის ფაქტი მკაცრად დაგმო.

 

კომენტარები