არჩევნები 2012

საგარეო საქმეთა მინისტრები: არჩევნების შედეგები შეფასდება არჩევნების დღეს მიცემული ხმების რაოდენობით

საქართველოში ვიზიტით მყოფი ხუთი ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრების განცხადებით, არჩევნების შედეგები შეფასდება არჩევნების დღეს მიცემული ხმების და არა ქუჩაში გამოსული ხალხის რაოდენობით. ამის შესახებ პარლამენტის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.

პრესსამსახურის ცნობით, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე ბულგარეთის, ჩეხეთის, ლატვიის, ლიტვის, რუმინეთის საგარეო საქმეთა მინისტრებს შეხვდა. შეხვედრაზე ქვეყანაში მიმდინარე რეფორმებსა და დემოკრატიული პროცესების მიმდინარეობაზე, ასევე, წინასაარჩევნო გარემოზე ისაუბრეს.

ევროპული ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრები აღნიშნავენ, რომ მათ მოახლოებული არჩევნების დემოკრატიულად და საერთაშორისო სტანდარტების დონეზე ჩატარების მოლოდინი აქვთ. სტუმრებმა კიდევ ერთხელ გამოხატეს თავიანთი მხარდაჭერა საქართველოში დემოკრატიული პროცესების განვითარებისა და ევროატლანტიკურ ინსტიტუტებთან საქართველოს ინტეგრაციისადმი.

 

კომენტარები