სამეფო ოჯახი

პრინცი უილიამი და მისი მეუღლე ჟურნალ Closer-ს სასამართლოში უჩივიან

ბრიტანეთის პრინცი უილიამი და მისი მეუღლე, ქეით მიდლტონი, ჟურნალ Closer-ს  პირადი ცხოვრების უფლებების დარღვევის გამო, სასამართლოში უჩივიან. მათი შეფასებით, წყვილის პიკანტური ფოტოების გამოქვეყნებით, ჟურნალი დაშვებულ ზღვარს გადასცდა.

ჟურნალის რედაქტორი, ლორანს პიო აცხადებს, აღნიშნული ფოტოების პუბლიკაციაში ვერაფერს ცუდს ვერ ხედავს და არ შეიძლება ამ ფოტოებს ,,შოკისმომგვრელი’’ ეწოდოს.

გა­მო­ცე­მის ცნო­ბით, გა­სულ კვი­რას ფო­ტო­სუ­რა­თე­ბის და­ბეჭ­დვა ბრი­ტა­ნულ ჟურ­ნა­ლებ­საც შეს­თა­ვა­ზეს, თუმ­ცა მათ წინადადებაზე უა­რი თქვეს.

შეგახსენებთ, რამდენიმე დღის წინ ფრან­გულ­მა ჟურ­ნალ­მა Closer, ბრი­ტა­ნე­თის დე­დოფ­ლის, ელი­სა­ბედ მე­ო­რის შვი­ლიშ­ვი­ლის პრინ­ცი უი­ლი­ა­მის და მი­სი მე­უღ­ლის სუ­რა­თე­ბი გა­მო­აქ­ვეყ­ნა, რო­მელ­თა ნა­წილ­ზეც ქე­ით მიდ­ლტო­ნი წელ­ზე­ვით შიშ­ველ მდგო­მა­რე­ო­ბა­შია გა­მო­სა­ხუ­ლი.

 

~

კომენტარები