სამეფო ოჯახი

პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ქაბულიდან გაქცევაში დაეხმარა

Royal Family

ბრიტანეთის სამეფო ოჯახის წევრი, პრინცი უილიამი ავღანელ სამხედროსა და მის ოჯახს ქაბულიდან თავის დაღწევაში დაეხმარა. 

კემბრიჯის ჰერცოგი და ავღანელი ოფიცერი სანდჰერსტის სამეფო სამხედრო აკადემიაში ერთად სწავლობდნენ. უილიამმა აკადემია 2006 წელს, ლეიტენანტის წოდებით დაასრულა. სამეფო ოჯახის წევრი მფრინავია.

პრინცმა შეიტყო, რომ მისი ყოფილი კურსელი ქაბულს ვერ ტოვებს. უილიამი ავღანეთში მყოფი დიდი ბრიტანეთის სამხედრო კონტინგენტს დაუკავშირდა. შტაბის ოფიცრების დახმარებით ავღანელმა და მისმა ათკაციანმა ოჯახმა ქაბულის აეროპორტი ინგლისში მიმავალი სამხედრო თვითმფრინავით დატოვა.

ორკვირიან შუალედში ბრიტანულმა სამხედრო ძალებმა ქაბულიდან 15,000 ადამიანის ევაკუაციას შეუწყვეს ხელი.

კომენტარები