სამეფო ოჯახი

მეგან მარკლი და პრინც ჰარი სამეფო ტიტულზე უარს ამბობენ

bbc.com

სასექსის ჰერცოგინია მეგან მარკლი და პრინც ჰარი უარს ამბობენ სამეფო ტიტულზე და თავიანთი დროის გატარებას ჩრდილოეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში გეგმავენ. 

წყვილის განცხადებით, გეგმავენ იმუშაონ, რათა ფინანსურად დამოუკიდებლები გახდნენ. 

ისინი ჯერ კიდევ გასულ ოქტომბერს ალაპარაკდნენ მედიასთან დაკავშირებულ პრობლემებზე. 

თავიანთ განცხადებაში, რომელიც ინსტაგრამის გვერდზეც გამოაქვეყნეს, წყვილი წერს, რომ გადაწყვეტილება ბევრი დისკუსიის შემდეგ მიიღეს. 

"ჩვენ გადავწყვიტეთ, უარი ვთქვათ სამეფო ტიტულზე და ვიმუშაოთ, რომ გავხდეთ ფინანსურად დამოუკიდებლები. ჩვენ ვაგრძელებთ მისი უდიდებულესობის დედოფლის სრულ მხარდაჭერას. ჩვენი გადაწყვეტილება, გავატაროთ დრო ჩრდილოეთ ამერიკასა და გაერთიანებულ სამეფოში, საშუალებას მოგვცემს, აღვზარდოთ ჩვენი შვილი სამეფო ტრადიციებით, ასევე მოგვცემს საშუალებას, ვიმუშაოთ ჩვენს საქველმოქმედო პროექტზე". 

გასულ წელს, ITV-ის დოკუმენტურ ფილმში, მეგანმა აღნიშნა, რომ გაზეთების მხრიდან ძალიან დიდი ინტერესის გამო, მისთვის დედობა რთული აღმოჩნდა. 

პრინც ჰარი ასევე გამოეხმაურა, თავისი და თავის ძმის, კემბრიჯის ჰერცოგ უილიამსის ურთიერთობას და თქვა, რომ ისინი "სხვადასხვა გზებზე" იმყოფებიან. 

ოქტომბერში, მეგან მარკლიმ დაიწყო იურიდიული მოქმედებები გაზეთის წინააღმდეგ, იმის შესახებ, რომ მათ უკანონოდ გამოაქვეყნეს მისი პირადი წერილები. 

მან Mail on Sunday და მისი მაკონტროლებელი კომპანია "არასწორი" ამბების კამპანიაში დაადანაშაულა. 

კომენტარები