საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრები

ძიუდოისტთა ნაკრებს ახალი მწვრთნელი ჰყავს

მას შემდეგ, რაც პიტერ ზაიზენბახერმა ძიუდოისტთა ნაკრების მწვრთნელის თანამდებობა დატოვა, მრავალი კანდიდატურა სახელდებოდა, თუ ვის ჩააბარებდნენ გუნდს. 13 სეკტემბერს კი ცნობილი გახდა, რომ საქართველოს ძიუდოისტთა ნაკრების მთავარი მწვრთნელი, ირაკლი ცირეკიძე იქნება. ცირეკიძე, ახლო წარსულში ცნობილი სპორტსმენი, მსოფლიოსა და ოლიმპიური ჩემპიონია.  ნაკრებში ცირეკიძის თანამშემწეები ლაშა გუჯეჯიანი და გიორგი ვაზაგაშვილი იქნებიან.

შეგახსენებთ, რომ ახლო მომავალში, საქართველოს ძიუდოს ფედერაციის პრეზიდენტის ვინაობაც უნდა გაირკვეს.  5 ოქტომბერს, ძიუდოს ფედერაციის ყრილობა გაიმართება, სადაც პრეზიდენტის ვინაობა უნდა გაირკვას.

კომენტარები