მშენებლობა

მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილზე სასტუმრო კომპლექსის მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი

საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა გოდერძის უღელტეხილზე სასტუმრო-კომპლექსის "პიაცა ალტა“ მშენებლობას ჩაუყარა საფუძველი.

პრეზიდენტის Facebook-ის ოფიციალური გვერდის ინფორმაციით, კომპლექსი 5 სასტუმროსგან შედგება, სადაც შესაბამისი ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა, რომელიც ყველა ასაკისა და გემოვნების დამსვენებელს დააკმაყოფილებს. მშენებლობის პირველი ეტაპი 2013 წლის ბოლოსთვის დასრულდება, ხოლო კომპლექსი სრული დატვირთვით 2014 წლისთვის ამუშავდება. მშენებლობაზე 300 ადგილობრივი მცხოვრები დასაქმდება.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის ცნობით, გოდერძის უღელტეხილზე მალე სრულიად ახალი კურორტი შეიქმნება.

 

კომენტარები