მშენებლობა

საქართველოში მშენებლობების ნახევარზე მეტი თბილისშია თავმოყრილი

Thomas Peter / Reuters

მშენებლობა საქართველოს ეკონომიკის ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი სექტორია. უკანასკნელი მონაცემებით, სექტორში ზრდა 16.5%-ია.

სტატისტიკის ეროვნულმა სამსახურმა ქვეყნის მასშტაბით მიმდინარე მშენებლობების ზუსტი ფართობები გამოითვალა. უწყების უკანასკნელი ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2015 წელს არსებულ მშენებლობებს ასახავს. 

2015 წელს საქართველოში 1.7 მილიონი კვადრატული მეტრის ფართობის ახალი შენობები აშენდა, ეს 2014 წლის მაჩვენებელთან შედარებით 10%-ით ნაკლებია. საქსტატის ანგარიშის მიხედვით, ყველაზე მეტი მშენებლობა თბილისშია თავმოყრილი. 

რეგიონების მიხედვით, აშენებული ფართობები ასე გამოიყურება:

  1. თბილისი - 910 ათასი კვადრატული მეტრი, 52%
  2. აჭარა - 255 ათასი კვადრატული მეტრი, 15%
  3. ქვემო ქართლი - 139 ათასი კვარდატული მეტრი, 8%
  4. იმერეთი - 126 ათასი კვადრატული მეტრი, 7%
  5. სამეგრელო-ზემო სვანეთი - 104 ათასი კვადრატული მეტრი, 6%
  6. კახეთი - 59 ათასი კვადრატული მეტრი, 3%
  7. მცხეთა-მთიანეთი - 42 ათასი კვადრატული მეტრი, 2.4%
  8. სამცხე-ჯავახეთი - 34 ათასი კვადრატული მეტრი, 2%
  9. შიდა ქართლი - 34 ათასი კვადრატული მეტრი, 2%
  10. გურია - 15 ათასი კვადრატული მეტრი, 0.9%
  11. რაჭა-ლეჩხუმი, ქვემო სვანეთი - 2.7 ათასი კვადრატული მეტრი, 0.1%

კომენტარები