იემენი

იემენში დემონსტრანტები აშშ-ის საელჩოსთან ანტიისლამური ფილმის წინააღმდეგ გამოვიდნენ

იემენის დედაქალაქ სანაში აშშ-ის საელჩოსთან საპროტესტო აქცია გაიმართა. BBC-ის ინფორმაციით, საელჩოს ტერიტორიაზე შეჭრილი დემონსტრანტები აშშ-ში გადაღებულ ანტიისლამურ ფილმს აპროტესტებდნენ. აქტივისტებმა საელჩოს წინ აშშ-ის დროშაც დაწვეს.

გამოცემის ცნობით, აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცველებს შორის დაპირისპირებისას რამდენიმე დემონსტანტი დაშავდა.

BBC-ის ინფორმაციით, აშშ-ში გადაღებულმა სამოყვარულო ფილმმა, რომლის ფრაგმენტებიც ინტერნეტში გავრცელდა, მუსულმანური სამყაროს აღშფოთება და პროტესტი გამოიწვია. აღნიშნული ფილმის წინააღმდეგ გამოსვლები გრძელდება ეგვიპტესა და ირანშიც.

11 სექტემბერს ლიბიის ქალაქ ბენღაზიში აშშ-ის საკონსულოზე თავდასხმისას შეერთებული შტატების საელჩოს ოთხი თანამშრომელი, მათ შორის, ლიბიაში აშშ-ის ელჩი კრისტოფერ სტივენსი და საგარეო უწყების ოფიცერი შონ სმიტი დაიღუპნენ.

 

კომენტარები