საქართველო-ნატო

ნატოს ელჩები სახალხო დამცველს შეხვდნენ

საქართველოში ვიზიტით მყოფი ნატოს ელჩები სახალხო დამცველს, გიორგი ტუღუშს შეხვდნენ. ტუღუშის განცხადებით, ალიანსის წარმომადგენლები წინასაარჩევნოდ მედიასთან დაკავშირებული პრობლემებით დაინტერესდნენ, მათ შორის - სატელიტური ანტენების საკითხით.

”დელეგაციის წევრებმა იკითხეს, თუ რამდენი ტელევიზია მუშაობს და რამდენად მნიშვნელოვანია სატელიტური თეფშებით სიგნალის გავრცელება. ჩვენ მათ ზოგადი სურათი გავაცანით. ისინი დაინტერესდნენ, თუ რითი იყო განპირობებული ყადაღის დადება სატელიტურ თეფშებზე", - აღნიშნა გიორგი ტუღუშმა.

სახალხო დამცველის თქმით, ნატოს ელჩებს აინტერესებდათ ადამიანის უფლებების კუთხით ბოლო 6 თვის განმავლობაში სახალხო დამცველის საქმიანობა, აგრეთვე, არჩევნები, რომელიც სასჯელაღსრულების სისტემაში პირველად უნდა ჩატარდეს.

ნატოს დელეგაცია საქართველოში ორდღიანი ვიზიტით იმყოფება. ალაიანსის ელჩები შეხვდებიან აგრეთვე, საქართველოს ხელისუფლების და ოპოზიციის წარმომადგენლებს.

 

კომენტარები