მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

სათუო ანანიძე და კარგი ფსიქოლოგიური განწყობა

დღეს, თბილისში საქართველოს საფეხბურთო ნაკრები ესპანეთის გუნდს დაუპირისპირდება. მსოფლიოსა და ევროპის ჩემპიონები ჩვენ გუნდს ბორის პაიჭაძის სახელობის სტადიონზე გაეჯიბრებიან. შეხვედრა 21:30 სთ-ზე დაიწყება და მას საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.

ფურია რუხა, როგორც ესპანელებს ხშრად უწოდებენ ხოლმე, საქართველოში უძიერესი შემადგენლობით ჩამოვიდა. ზუსტად როგორი იქნება ვისენტე დელ ბოსკეს სასტარტო თერთმეტეული რთული სათქმელია, რადგან ესპანელთა დამრიგებელს, როგორც თავად აღნიშნა უდიდესი არჩევანი აქვს.

საქართველოს ნაკრების ახალგაზრდა ნახევარმცველს, ჯანო ანანიდზეს, სიცხე აქვს და მისი თამაში დღეს სათუოა. როგორც თემურ ქეცბაიამ განაცხადა, საუკეთესო შემთხვევაში, მოსკოვის სპარტაკის ფეხბურთელი შეცვლაზე თამაშს მოახერხებს. ჩვენი გუნდის დამრიგებელმა, ასევე აღნიშნა, რომ გუნდში კარგი ფსიქოლოგიური განწყობაა და სახელოვან მეტოქეს არავინ უფრთხის.

ამ დროისათვის არსებული ინფორმაციით, მატჩზე დასასწრები ყველა ბილეთი გაყუდილია.

კომენტარები