მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი

ქეცბაიამ ესპანეთთან სტუმრად გასამართი მატჩისთვის 23 ფეხბურთელი გამოიძახა

თემურ ქეცბაია
Tabula

საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის ბოლო შეხვედრას სტუმრად, ესპანეთის ნაკრების წინააღმდეგ 15 ოქტომბერს გამართავს.

ესპანელები თემურ ქეცბაიას გუნდს ალბასეტეში უმასპინძლებენ, ჯვაროსნების მთავარმა მწვრთნელმა კი გუნდში შემდეგი ფეხბურთელები გამოიძახა:

მეკარეები: გიორგი ლორია (დინამო  თბილისი), ნუკრი რევიშვილი (დილა , გორი), როინ კვასხვაძე (ზესტაფონი)

მცველები: უჩა ლობჟანიძე (დნიპრო, უკრაინა), აკაკი ხუბუტია (მორდოვია, რუსეთი), გურამ კაშია (ვიტესი, ჰოლანდია), ალექსანდრე ამისულაშვილი (კრილია სოვეტოვი, რუსეთი), გიორგი ხიდეშელი (ტორპედო, ქუთაისი), დავით კვირკველია (დინამო  თბილისი), გულვერდ თომაშვილი (დილა, გორი), გიორგი ფოფხაძე (იაგელონია, პოლონეთი), მათე ღვინიანიძე (სევასტოპოლი, უკრაინა)

ნახევარმცველები: ლევან ხმალაძე, ირაკლი ძარია, ელგუჯა გრიგალაშვილი (სამივე დინამო  თბილისი), ალექსანდრე კობახიძე (დნიპრო, უკრაინა), თორნიკე ოქრიაშვილი (ილიჩევეცი, უკრაინა), ირაკლი მაისურაძე (დილა, გორი), ჯანო ანანიძე (როსტოვი, რუსეთი)

თავდამსხმელები: ვლადიმერ დვალიშვილი (ლეგია, პოლონეთი), ნიკოლოზ გელაშვილი (ყარაბაღი, აზერბაიჯანი), ბაჩანა ცხადაძე (ინტერი  ბაქო, აზერბაიჯანი), ირაკლი მოდებაძე (დილა, გორი)

ფეხბურთის ფედერაციის ვებგვერდის ინფორმაციით, ნაკრების შემადგენლობაში რამდენიმე იძულებითი ცვლილება განხორციელდა. კერძოდ კი, დისკვალიფიკაციის გამო ესპანეთთან მატჩს ჯაბა კანკავა, დავით თარგამაძე და გია გრიგალავა გამოტოვებენ.

საქართველოს ნაკრები ალბასეტეში 8 ოქტომბრიდან შეიკრიბება. ესპანეთისა და საქართველოს ეროვნული ნაკრებების მატჩი 15 ოქტომბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

 

კომენტარები