ვენეციის კინოფესტივალი

კიმ კი დუკის ‘პიეტა’ ვენეციის კინოფესტივალის გამარჯვებულია

სამხრეთ კორეელი რეჟისორის, კიმ კი დუკის ფილმმა „პიეტა“ ვენეციის კინოფესტივალის მთავარი პრიზი, „ოქროს ლომი“ მოიპოვა. ეს მოულოდნელი არ ყოფილა - ფილმს გამარჯვებას ბევრი კრიტიკოსი უწინასწარმეტყველებდა. „პიეტა“ შეუბრალებელ დამნაშავეზე გვიყვება, რომელიც პოულობს დედას, რომელმაც ის ბავშვობაში მიატოვა. კიმ კი დუკმა ჯილდოს მიღების დროს კორეული სიმღერა იმღერა. „ეს არის სიმღერა, რომელსაც კორეელები მაშინ ვმღერით, როდესაც ვდარდობთ, როცა თავს მარტო ვგრძნობთ, ასევე მაშინაც, როცა ბედნიერები ვართ“, - თქვა რეჟისორმა. „ფილმებით ფულის შოვნას არ ვცდილობ. „პიეტა“-ს გადაღება 100 000 დოლარი დამიჯდა“, - აღნიშნა მან.

პრიზი კაცის როლის საუკეთესო შესრულებისთვის ფილიპ სეიმურ ჰოფმანსა და ხოაკინ ფენიქსს გადაეცათ, ფილმისთვის „ოსტატი“, რომლის რეჟისორმაც, პო ტომას ანდერსონმა, „ვერცხლის ლომი“ მიიღო. ქალის როლის საუკეთესო შესრულებისთვის პრიზი ებრაელ მსახიობს, ხადას აირონს გადაეცა ფილმისთვის „სიცარიელის შევსება“.

ფესტივალის ჟიურის სპეციალური ჯილდო რეჟისორ უილრიხ ზაიდლუს ერგო ფილმისთვის "სამოთხე: რწმენა". მარჩელო მასტროიანის პრემია, რომელიც საუკეთესო ახალგაზრდა მსახიობებზე გაიცემა, იტალიელმა ფარიციო ფალკომ მიიღო ფილმებში "მძინარე მზეთუნახავი" და "ეს სიზმარი იყო" შესრულებული როლებისთვის. 

კომენტარები