ტელეკომპანია მაესტრო

ტელეკომპანია მაესტროს ანტენებს ყადაღა მოეხსნა

უწყებათაშორისი კომისიის გადაწყვეტილებით, ტელეკომპანია მაესტროს სატელიტურ ანტენებს ყადაღა მოეხსნა.

ტელეკომპანია მაესტრომ მიიღო შეთავაზება, მისი ანტენების საქართველოს ფოსტის მეშვეობით, მაესტროს სახელით დარიგების თაობაზე.  

,,კომისიის გადაწყვეტილებაზე გავლენა საერთაშორისო ორგანიზაციებმა იქონიეს, რომელებიც საქმის კურსში გვყავდა ჩაყენებული. რაც შეეხება იმ ფაქტს, რომ ანტენებს საქართველოს ფოსტა დაარიგებს, ეს საკითხი ჩვენს უცხოელ პარტნიორებთანაა შესათანხმებელი. მათ კი არ ჰგონიათ, მაგრამ ჩვენ ამ ანტენებს კომერციული თვალსაზრისითაც ვუყურებთ. ასე, რომ, უნდა შევხვდეთ და გარკვეულ კონსესუსამდე მივიდეთ იმიტომ, რომ მარტო დარიგება არ სჭირდება ანტენებს.’’-აცხადებს ტელეკომპანია მაესტროს გენერალური დირექტორი, ბაჩო კიკაბიძე.

შეგახსენებთ, საუბარია ტელეკომპანია მაესტროს 30 ათას ანტენასა  და 15 ათას რესივერზე, რომლებიც სასამართლომ დააყადაღა.

კომენტარები