ევრობასკეტი 2013

საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატზეა

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, რიგაში ლატვიის გუნდი 3 ქულის სხვაობით - 70:73 დაამარცხა და ევროპის ჩემპიონატის ძირითად ბადეში ასპარეზობის უფლება მოიპოვა.

შეხვედრა საკმაოდ დაძაბული გამოდგა.ლატვიელებმა კარგად დაიწყეს, მაგრამ მეორე მეოთხედის შემდეგ, ქართველმა კალათბურთელებმა შედეგიანობას მოუმატეს და საბოლოოდ გაიმარჯვეს კიდეც.  ქართველთაგან ყველაზე შედეგიანი მანუჩარ მარკოიშვილი იყო 17 ქულით, ჯეიკობ პულენს კი 15 ქულა დაუგროვდა. სამ ქულიანი ზონიდან, მნიშვნელოვანი ბურთები ჩააგდო გიორგი ცინცაძემ, რომლის ანგარიშზე 14 ქულაა. ლატვიელთაგან ყველაზე შედეგიანი კალათბურთელი ბერზინსი იყო 15 ქულით.

საქართველოს ნაკრები მორიგ შეხვედრას 11 სექტემბერს, ჰოლანდიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. წაგების შემთხვევაშიც კი, ჩვენი გუნდი ინარჩუნებს ევროპის ჩემპიონატზე ასპარეზობის უფლებას.

შეგახსენებთ, რომ კალათბურთში ევროპის ჩემპიონატი, 2013 წელს სლოვენიაში გაიმართება.

კომენტარები