ევრობასკეტი 2013

დღეს ლატვია-საქართველოა

დღეს, თბილისის დროით 18:00 სთ-ზე ლატვიის დედაქალაქ რიგაში საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები უმნიშვნელოვანეს შეხვედრას გამართავს. ლატვიის ნაკრები, ჩვენი გუნდის მსგავსად, გამარჯვების შემთხვევაში ევრობასკეტის საგზურს გაინაღდებს .

შეგახსენებთ, რომ ქართველმა კალათბურთელებმა თბილისში ლატვიელთა დამარცხება დრამატულ შეხვედრაში ჯეიკობ პულენის მიერ ჩაგდებული სამ ქულიანით მოახერხეს. თავის მხრივ კი ჩვენი გუნდის დღევანდელმა მეტოქემ, სპორტის სასახლეში ქართველთა მძლეველი ბოსნიის ნაკრებს მოუგო რიგაში.

მეტოქე მეტად სერიოზულია და კარგია, რომ საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებს მხოლოდ ნიკა მეტრეველი დააკლდება, რომელსაც სიცხე ჰქონდა და თბილისში დარჩა. ზაზა ფაჩულიამ ტრავმის მოშუშება ბოლომდე ვერ მოასწრო, თუმცა თუ რაიმე გაუთვალისწინებელი არ მოხდა, დღეს აუცილებლად დაეხმარება გუნდს.

შეხვედრის პირდაპირი ტრანსლიაცია საზოგადოებრივ მაუწყებელზე 18:00 სთ-ზე დაიწყება

კომენტარები