ერთიანი ეროვნული გამოცდები

აბიტურიენტთა ნაწილს უმაღლეს სასწავლებელში ჩაბარების კიდევ ერთი შანსი ექნება

იმ აბიტურიენტებს, რომლებმაც ოთხ მისაღებ გამოცდაში დადგენილი ზღვარი გადალახეს და შედარებით მაღალი ქულები მიიღეს, კიდევ ერთხელ მიეცემათ საშუალება უმაღლეს სასწავლებლებში ჩაირიცხონ. ამის შესახებ განცხადება განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ხატია დეკანოიძემ გააკეთა. 

ონლაინ რეგისტრაცია ამ აბიტურიენტებისთვის 11 სექტემბრიდან 14 სექტემბრამდე იქნება შესაძლებელი. დამატებითი ინფორმაცია ამის შესახებ სამინისტროს ვებ გვერდზე გამოქვეყნდება. 

მინისტრის თქმით, 2012 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად უმაღლეს სასწავლებლებში 24 ათასი აბიტურიენტი ჩაირიცხა. ზოგიერთ პროგრამაზე საკმაოდ მაღალი კონკურსის გამო, აბიტურიენტების ნაწილი, მიუხედავად იმისა რომ დადგენილი ზღვარი გადალახეს და მაღალი ქულები მიიღეს, უმაღლეს სასწავლებლებში ვერ მოხვდნენ. ამასთან ერთად აბიტურიენტთა ნაწილმა არასრულად აირჩია პროგრამები. ეს სწორედ ასეთ აბიტურიენტებს მისცემს საშუალებას კიდევ ერთხელ სცადონ უმაღლეს სასწავლებელში წელს ჩაირიცხონ. 

კომენტარები