საპარლამენტო არჩევნებში ქართული ოცნების გამარჯვების შემთხვევაში, აფხაზეთი და სამხრეთ ოსეთი მოლაპარაკებებში მხარეებად იქნება აღიარებული. ამის შესახებ კოალიციის ერთ-ერთმა ლიდერმა ირაკლი ალასანიამ განაცხადა.
”თუ აფაზებსა და ოსებს მხარეებად არ ვაღიარებთ, მაშინ ვის ველაპარაკებით?” განაცხადა ალასანიამ გაზეთ ”რეზონანსთან” ინტერვიუში. მისი თქმით, დღეს აფხაზებისა და ოსების ბედი სრულად არის მიბარებული რუსეთისა და საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, რაც სააკაშვილის ფუნდამენტური შეცდომაა.
”არ შეიძლება სოხუმის და ცხვინვალის წარმომადგენლების იგნორირება, თითქოს ისინი რუსულ მხარეს წარმოადგენენ,” აცხადებს ალასანია. მისი თქმით, პირველ რიგში სავაჭრო-ეკონომიკური ურთერთობები უნდა აღდგეს.




