ევრობასკეტი 2013

დრამატული მარცხი ბოსნიასთან

საქართველოს კალათბურთელთა ნაკრებმა, ვერ შეძლო ბოსნიის გუნდის დამარცხება. სპორტის სასახლეში გამართული უაღრესად დაძაბული დაპირისპირება, სტუმართა გამარჯვებით დამთავრდა ანგარიშით 104:107

მიუხედავად იმისა, რომ შეხვედრის დასაწყისამდე არ იყო ცნობილი, ითამაშებდა თუ არა ქართველთა კაპიტანი ზაზა ფაჩულია, ატლანტა ჰოქსის ცენტრმა ტრავმა დროულად მოიშუშა და გუნდს დიდი დახმარება გაუწია გუნდს. ფაჩულიას ანგარიშზე 23 ქულაა, შეხვედრის ყველაზე შედეგიანი მოთამაშე კი სტუმართა ლიდერი მირზა ტელეტოვიჩი გახდა, რომელმაც 25 ქულა მიითვალა.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ნაკრების უკანასკნელი შეტევის დროს, პულენმა სამ ქულიანი არაზუსტად ტყორცნა და შედეგად ბოსნიელთა ჩაგდებული ორი საჯარიმო, შეხვედრაში საბოლოო აღმოჩნდა.

 

შეგახსენებთ, რომ მორიგ შეხვედრას ქართველი კალათბურთელები 8 სექტემბერს სტუმრად, რიგაში ლატვიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავენ.

კომენტარები