ევრობასკეტი 2013

ბოსნიის დამარცხებით ევრობასკეტის საგზურს მოვიპოვებთ

დღეს, 19:00 სთ-ზე თბილისის სპორტის სასახლეში  საქართველოს კალათბურთელთა ნაკრები ევრობასკეტის შესარჩევი ეტაპის მატჩში ბოსნიის გუნდს დაუპირისპირდება. გამარჯვების შემთხვევაში, საქართველოს ნაკრები 2013 წლის ევროპის ჩემპიონატის საგზურს გაინაღდებს.

შეგახსენებთ, რომ ევრობასკეტის საგზურს მოიპოვებენ როგორც ჯგუფებში პირველ და მეორე ადგილზე გასულები, ასევე საუკეთესო ოთხი მესამეადგილოსანი.

რაც შეეხება უშუალოდ დღევანდელ დაპირისპირებას, ბოსნიელებს ყველა მოთამაშე მწყობრში ყავთ, მათ შორის მირზა ტელეტოვიჩი, რომელმაც გასულ ტურში ჰოლანდიის წინააღმდეგ შესარჩევის რეკორდი დაამყარა - 36 ქულა ჩააგდო.  საქართველოს ნაკრების შემადგენლობაში კი სათუოა ზაზა ფაჩულიას თამაში. სავარაუდოდ, მისი მოედანზე გამოსვლის საკითხი უახლოეს საათებში გადაწყდება.

იმ გულშემატკივრებს, ვინც რაიმე მიზეზით ვერ მოახერხებენ სპორტის სასახლეში მატჩზე დასწრებას, შეუძლიათ საზოგადოებრივი მაუწყებლის მეშვეობით ადევნონ თვალი პირდაპირ ტრანსლაციას.

კომენტარები