მანჩესტერ იუნაიტედი

სერ ალექსის 1000 თამაში

ინგლისის პრემიერლიგის ბოლო ტურში ქვეყნის ყველაზე ტიტულიანმა კლუბმა მანჩესტერ იუნაიტედმა საუთჰემპტონს სტუმრად 3:2 სძლია. ამ გამარჯვებით ოლდტრაფორდელებმა ლეგენდარული მწვრთნელის სერ ალექს ფერგიუსონის კიდევ ერთი რეკორდი აღნიშნეს: შოტლანდიელმა სპეციალისტმა „ალისფერ ეშმაკუნებს“ მეათასე საჩემპიონატო თამაშში უხელმძღვანელა!

„მანჩესტერ იუნაიტედი ასეთ მწვრთნელთან თანამშრომლობით ძალიან ბედნიერია. სერ ალექს ფერგიუსონმა კლუბს არაერთი დაუვიწყარი დღე აჩუქა და დღეს ჩვენი ისტორია კიდევ ერთი რეკორდით გაამდიდრა!“ - აღმასრულებელი დირექტორის დევიდ გილის განცხადება იუნაიტედის პრესსამსახურმა საუთჰემპტონთან გამარჯვებისთანავე გაავრცელა.

ბრიტანული ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე წარმატებული მწვრთნელი მანჩესტერ იუნაიტედის თავკაცად 1986 წლის 6 ნოემბერს დაინიშნა და მას შემდეგ გუნდის სათავეშია. მის ხელში კლუბმა 37 ტიტული მოიგო, მათ შორის 12-ჯერ ინგლისის უძლიერესი გუნდის სახელი, 2-ჯერ კი ჩემპიონთა თასი.

შარშან მანჩესტერ იუნაიტედმა სერ ალექსის გუნდში მოღვაწეობის 25 წლის იუბილე სათანადოდ აღნიშნა: ოლდ ტრაფორდის ჩრდილოეთ ტრიბუნას ოფიციალურად მიანჭა მისი სახელი.

პრემიერლიგის 10 წლის იუბილესთან დაკავშირებით 2002 წელს შოტლანდიელი ათწლეულის საუკეთესო მწვრთნელად აღიარეს, ახლახანს, ლიგის 20 წლის იუბილესთან გამო კი 1992-2012 წლების უძლიერესი სპეციალისტის ტიტულიც მიენიჭა.

2012 წლის 3 სექტემბრისთვის სერ ალექსმა 1449 ოფიციალურ მატჩში უხელმძღვანელა კლუბს, რომელთაგან მისმა გუნდმა 861 მოიგო და 330 ფრედ დაასრულა.

კომენტარები