ივანიშვილი პოლიტიკაში

ბიძინა ივანიშვილი: ჩვენ არ გვინ­და დე­მონ­სტრა­ცი­ე­ბი და­ვიწ­ყოთ

კოალიცია ქართული ოცნების ლიდერმა ბიძინა ივანიშვილმა, დღეს დილით ტელეკომპანია მაესტროს ეთერში სხვა საკითხებთან ერთად მოახლოვებული არჩევნების თემაზეც ისაუბრა. მისი თქმით, საერთაშორისო თანამეგობრობა ამ არჩევნებს ,,არ მიიღებს’’, თუ კოალიცია არ აღიარებს შედეგებს.

,,ჩვენ დავიწყეთ დამეგობრება დამკვირვებლებთან. ხშირად ჩამოდიან ფორმალურად და ამის მაგალითები ხშირია. მე არ ვამბობ, რომ ხელების ამოგრეხვა მიდის, მაგრამ დამკვირვებლებს უკვე დახვდათ ძალა, რომელიც არჩევნების დემოკრატიულად ჩატარებით დაინტერესებულია. ჩვენ ისე უნდა ვიმუშაოთ, რომ ერთი ხედვა გაგვიჩნდეს. ერთნაირი ხედვა ჩამოყალიბდება. ჩვენ არ გვინდა დემონსტრაციები დავიწყოთ. ისინი რამდენიმე დღით ადრე ნახავენ, რომ შედეგების გადაწერას აზრი არ აქვს. სააკაშვილი ისეთ აგონიაშია, შეიძლება, დამკვირვებლების უარყოფით შეფასებებს არ დაუჯეროს და მაშინ არჩევნების წაგებაზე უარეს შედეგს მიიღებს. მას დემოკრატიულ სამყაროში მეგობრები უკვე აღარ შემორჩნენ და მალე გასასვლელი გზაც აღარ დარჩება ევროპაში."-განაცხადა ივანიშვილმა. 

კომენტარები