რეიტინგი

გლობალური მშვიდობის რეიტინგში საქართველო 141-ე ადგილს იკავებს

საერთაშორისო ორგანიზაცია Vision of Humanity-მ გლობალური მშვიდობის შესახებ კვლევა ჩაატარა. რეიტინგში საქართველომ 141-ე ადგილი დაიკავა.

საქართველოს მეზობელი თურქეთი, რეიტინგში 130-ე ადგილზე გავიდა, სომხეთი 115-ე, აზერბაიჯანი 132-ე, ხოლო რუსეთი 153-ე ადგილს იკავებს.

რეიტინგი სხვადასხვა კრიტერიუმების მიხედვით შედგა, როგორიცაა საზოგადოებაში კრიმინალის აღქმა, იარაღის ხელმისაწვდომობა, მკვლელობები, დაკავებული პიროვნებები, ძალადობრივი დემონსტრაციები, პოლიტიკური ტერორი და არასტაბილურობა, ორგანიზებული შიდა კონფლიქტი, მეზობელ ქვეყნებთან ურთიერთობა და ა.შ.

გლობალური მშვიდობის რეიტინგში ლიდერი დანია გახდა, ხოლო ბოლო ადგილი სომალმა დაიკავა. 

კომენტარები