აუდიტის სამსახური

აუდიტის სამსახურმა საქართველო არ იყიდება 5 ათასი ლარით დააჯარიმა

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ორგანიზაცია ,,საქართველო არ იყიდება’’ 5 ათასი ლარის ოდენობით დააჯარიმა.

საქმე ეხება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის სასარგებლოდ განხორციელებულ არაფულად შემოწირულობის საკითხს. გიგა ნასარიძის და ირაკლი ლექვინაძის ორგანიზაციამ ,,საქართველო არ იყიდება’’ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას ვიდეორგოლები უსასყიდლოდ გადასცა. საქმის შესწავლის შემდეგ, აუდიტის  სამსახურმა ორგანიზაცია სამართალდამრღვევად სცნო და სანქცია დააკისრა.

,,საქართველოს სახელმწიფო აუდიტის სამსახური მომავალშიც გააგრძელებს მონიტორინგს და უზრუნველყოფს საზოგადოების ინფორმირებულობას პოლიტიკური სუბიექტების მიერ მიღებული შემოსავლების და გაწეული ხარჯების კანონშესაბამისობის შესახებ" - ნათქვამია სახელმწიფო აუდიტის სამსახურის განცხადებაში.

სამართალდარღვევის საქმე განსახილველად თბილისის საქალაქო სასამართლოშია გადაგზავნილი. 

კომენტარები