სასჯელაღსრულების სამინისტრო

პრეზიდენტმა 168 მსჯავრდებული შეიწყალა

მარიამობის დღესასწაულთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის მიერ შეწყალებული 168 მსჯავრდებული სასჯელაღსრულების დაწესებულებებს დღეს დატოვებს.

ამის შესახებ ბრიფინგზე სასჯელაღსრულების, პრობაციისა და იურიდიული დახმარების საკითხთა მინისტრმა, ხათუნა კალმახელიძემ განაცხადა. მისი თქმით, შეწყალებულთა შორის არის რამდენიმე ქალი მსჯავრდებულიც და არ არის არც ერთი არასრულწლოვანი. მინისტრის განცხადებით, შეწყალება შეეხო ნაკლებად მძიმე დანაშაულისთვის მსჯავრდებულ პირებს.

შეწყალების კომისიამ სულ 206 პატიმრის საქმე განიხილა. მსჯავრდებულთა გათავისუფლების პროცესი დღის განმავლობაში დასრულდება.

როგორც ცნობილია, შეწყალების კომისიამ 15 პატიმარს დარჩენილი სასჯელის განახევრების რეკომენდაცია გაუწია.

 

კომენტარები