მაესტრო

ტაბულას რედაქტორი მაესტროსგან შეცდომის გასწორებას ითხოვს

ტაბულას მთავარმა რედაქტორმა, თამარ ჩერგოლეიშვილმა მაესტროს თვითრეგულირების ორგანოში 17 აგვისტოს საჩივარი შეიტანა, რომელშიც ტელეკომპანიას გადაცემა ”არგუმენტებში” მისი დამახინჯებული ფრაზის ამოღება და სამი  დღის ვადაში ბოდიშის მოხდა მოსთხოვა. 

”გთხოვთ: 1. დაუყოვნებლივ ამოიღოთ გადაცემა „არგუმენტების“ ანონსიდან ჩემი ფრაზა “მე ვარ კაი ტი­პი, მე არაფ­რის მე­ში­ნია, თქვენ ყვე­ლა­ნი მხდლე­ბი ხართ”; 2. სამი დღის ვადაში მოიხადოთ ბოდიში, აღიაროთ დარღვევა და წინამდებარე განცხადება სრულად წაიკითხოთ გადაცემა „არგუმენტების“ დაწყებისას. ხოლო შემდეგ, სრულად გაუშვათ 2012 წლის 2 აპრილის გადაცემაში ჩემს მიერ გამოთქმული აზრი,” ვკითხულობთ საჩივარში.

სა­ჩი­ვა­რი ეხე­ბა გა­და­ცე­მა “არ­გუ­მენ­ტე­ბის” ანონსს, რო­მე­ლიც დღე­ში რამ­დენ­ჯერ­მე გა­და­ი­ცე­მა მა­ეს­ტროს ეთერ­ში და და­მა­ხინ­ჯე­ბუ­ლად წარ­მო­ა­ჩენს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლის მი­ერ გა­მოთ­ქმულ აზრს ამა­ვე გა­და­ცე­მა­ში, რო­მე­ლიც 2012 წლის 2 აპ­რილს გა­ვი­და პირ­და­პირ ეთერ­ში. 

ტა­ბუ­ლას რე­დაქ­ტო­რი “არ­გუ­მენ­ტებ­ში” აკ­რი­ტი­კებს ირაკ­ლი ალა­სა­ნი­ას, რო­მელ­მაც, გა­და­ცე­მამ­დე რამ­დე­ნი­მე დღით ად­რე, ეროვ­ნულ დე­მოკ­რა­ტი­უ­ლი ინ­სტი­ტუ­ტის მი­ერ 2012 წლის მარ­ტში გა­მოქ­ვეყ­ნე­ბულ კვლე­ვას უნ­დობ­ლო­ბა გა­მო­უც­ხა­და, იმ მო­ტი­ვით, რომ მო­სახ­ლე­ო­ბა შე­ში­ნე­ბუ­ლია და კვლე­ვით ორ­გა­ნი­ზა­ცი­ებს სი­მარ­თლეს უმა­ლავს. 

“რო­დე­საც შენ დგა­ხარ და ტე­ლე­ვი­ზო­რი­დან ხალხს ეუბ­ნე­ბი, რომ მე იმი­ტომ ვერ ვი­გებ შენს აზრს, რომ შენ ხარ შე­ში­ნე­ბუ­ლი - მე ვარ უში­ში ვი­თარ­ცა უხორ­ცო, მე ვარ “კაი ტი­პი”, მე არაფ­რის მე­ში­ნია, თქვენ კი ყვე­ლა­ნი მხდლე­ბი ხართ… ამას იძა­ხი. რა­ტომ უნ­და მო­მინ­დეს, ისეთ ადა­მი­ანს, რო­მე­ლიც მე მში­შა­რად მთვლის და თა­ვის თავს უპი­რა­ტე­სად მი­იჩ­ნევს ხმა მივ­ცე?” - ამ­ბობს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი.  

გა­და­ცე­მის ავ­ტო­რებ­მა, ანონ­სის­თვის ამოჭ­რეს მხო­ლოდ ერ­თი ფრა­ზა “მე ვარ კაი ტი­პი, მე არაფ­რის მე­ში­ნია, თქვენ ყვე­ლა­ნი მხდლე­ბი ხართ” - თით­ქოს თა­მარ ჩერ­გო­ლე­იშ­ვი­ლი აყე­ნებს მო­სახ­ლე­ო­ბას იმ შე­უ­რაც­ხყო­ფას, რის გა­მოც ის კო­ა­ლი­ცია “ქარ­თუ­ლი ოც­ნე­ბის” წევრს აკ­რი­ტი­კებს.  ტა­ბუ­ლას რე­დაქ­ტო­რი მი­იჩ­ნევს, რომ ამ ქმე­დე­ბით ტე­ლე­კომ­პა­ნია მა­ეს­ტრო შეგ­ნე­ბუ­ლად აყე­ნებს მის რე­პუ­ტა­ცი­ას ზი­ანს და უხე­შად არ­ღვევს მა­უწ­ყე­ბელ­თა ქცე­ვის კო­დექსს, რომ­ლის მე-14 მუხ­ლის, მე-9 პუნ­ქტი ნათ­ლად უთი­თებს რომ:  

“9. ინ­ტერ­ვი­უ­ე­ბის, ჩა­წე­რი­ლი მა­სა­ლის, მათ შო­რის სა­არ­ქი­ვო მა­სა­ლის რე­დაქ­ტი­რე­ბი­სას, მა­უწ­ყე­ბელ­მა არ უნ­და და­ა­მა­ხინ­ჯოს რეს­პონ­დენ­ტის ცი­ტა­ტა, ან არ უნ­და მო­ახ­დი­ნოს სხვა სა­ხით აუ­დი­ტო­რი­ის შეც­დო­მა­ში შეყ­ვა­ნა ვი­ზუ­ა­ლუ­რი ან აუ­დიო მა­ნი­პუ­ლა­ცი­ე­ბით, დას­მუ­ლი კით­ხვე­ბის მნიშ­ვნე­ლო­ბის შეც­ვლით, ან კონ­ტექ­სტი­დან ამო­ვარ­დნი­ლი კად­რე­ბის გა­მო­ყე­ნე­ბით”

მაუწყებლობის შესახებ საქართველოს კანონის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად მაუწყებლები ვალდებული არიან, მიიღონ ყველა ზომა პროგრამებში მოყვანილი ფაქტების ჯეროვანი სიზუსტის უზრუნველსაყოფად და დროულად შეასწორონ შეცდომები. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად დაინტერესებულ პირს საწყისი განცხადების გაკეთებიდან, მათ შორის, ფაქტის მოყვანიდან, 10 დღის ვადაში უფლება აქვს მოსთხოვოს შესაბამის მაუწყებელს საწყის განცხადებაში მოცემული მცდარი ფაქტის თანაზომადი საშუალებებითა და ფორმით შესწორება ან უარყოფა საწყისი განცხადების ხანგრძლივობით და დაახლოებით იმ დროს, როდესაც გაკეთდა საწყისი განცხადება.

კომენტარები