არჩევნები 2012

სასამართლომ კახი კალაძე 17 მილიონი ლარით დაჯარიმა

9 აგვისტოს სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა სასამართლოს კახი კალაძის დაჯარიმებისა და მისი უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა. თბილისის საქალაქო სასამართლომ კალაძე 16,944,960 ლარით დააჯარიმა და რამდენიმე კომპანიაში მისი 100 პროცენტიანი წილისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების სანქცია გასცა. 

სახელმწიფო აუდიტის სამსახური კალაძისგან ანგარიშიდან გატანილი გარკვეული თანხების ანგარიშზევე დაბრუნებას ითხოვდა. სამსახურმა კალაძეს ვადა 9 აგვისტოს ჩათვლით მისცა, შემდეგ კი სასამართლოს მიმართა.

კომენტარები