არჩევნები 2012

აუდიტის სამსახური კალაძისთვის 17 მილიონი ლარის ჯარიმას ითხოვს

9 აგვისტოს, გვიან ღამით, სახელწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის საქალაქო სასამართლოს კახი კალაძის მიმართ 17 მილიონი ლარის ჯარიმის გამოყენებისა და უძრავ-მოძრავი ქონების დაყადაღების მოთხოვნით მიმართა - ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო ინტერპრესნიუსი ავრცელებს. იმავე წყაროზე დაყრდნობით, თბილისის საქალაქო სასამართლოში აღნიშნულ საქმესთან დაკავშირებით პროცესი დღეს, 15:30 საათზე გაიმართება. 
News.ge-სთან საუბარში კახი კალაძის ადვოკატმა შალვა თადუმაძემ განაცხადა: "აუდიტის სამსახურს უფლება არ აქვს, რომ კახი კალაძეს მსგავსი ოპერაციის შესრულება მოსთხოვოს. გარკვეულ წილად აუდიტის სამსახური კახი კალაძეს აკისრებს მოქმედებას, რომელიც შეუსრულებელია, რადგან კახი კალაძეს დიდი სურვილიც, რომ ჰქონდეს ამ ფულის დაბრუნების, იგი ფიზიკურად ვერ დააბრუნებს, რადგან მისი ყველა ანგარიში დაყადაღებულია. გარდა ამისა, არ არის ვალდებული, რომ თანხა დააბრუნოს და ყადაღაც, რომ არ ედოს არ აპირებს თანხის დაბრუნებას".
შეგახსენებთ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ბიძინა ივანიშვილს და კახი კალაძეს  მოსთხოვა 2012 წლის განმავლობაში საკუთარი საბანკო ანგარიშებიდან, ნაღდი ფულის სახით, დანიშნულების მითითების გარეშე გატანილი სოლიდური თანხების  საკუთარ ანგარიშებზე დაბრუნება.

კომენტარები