არჩევნები 2012

უწყებათაშორისი კომისია ვიდეორგოლების განთავსების შეჩერებას ითხოვს

9 აგვისტოს, უშიშროების საბჭოს მდივნის მოადგილემ თამარ კინწურაშვილმა უწყებათაშორისი კომისიის სახელით ახალი რეკომენდა გაახმოვანა. კომისია საქართველოს მთავრობასა და საზოგადოებრივ მაუწყებელს მიმართავს, წინასაარჩევნო პერიოდში შეაჩეროს სოციალური რეკლამის სტატუსით ეთერში იმ ვიდეორგოლების განთავსება, რომლებიც მთავრობის მიერ განხორციელებულ პროექტებს ასახავს და შესაძლოა, საარჩევნო რეკლამად იქნეს აღქმული. 
უწყებათაშორისო კომისია მნიშვნელოვნად მიიჩნევს სახელმწიფო ინსტიტუტების მიერ გაწეული მომსახურების საარჩევნო აგიტაციისაგან მკაფიო გამიჯვნას. კინწურაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში გასულ სოციალურ რეკლამებში არც საარჩევნო სუბიექტი, არც მისი საარჩევნო ნომერი არ ფიგურირებს, იმისთვის, რომ გამოირიცხოს სოციალური რეკლამის საარჩევნო აგიტაციასთან გაიგივება, კომისია რეკომენდაციას აძლევს მთავრობას და საზოგადოებრივ მაუწყებელს, შეაჩერონ ამ ვიდეორგოლების განთავსება.

კომენტარები