ერთიანი ნაციონალური მოძრაობის პარტიის სპიკერი წინასაარჩევნო პერიოდში პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ჩიორა თაქთაქიშვილი იქნება.
პარტიის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა ახალი პრესსპიკერი მედიას დღეწს წარუდგინა. მისი თქმით, ჩიორა თაქთაქიშვილი 2008-2012 წლის პარლამენტის ერთ-ერთი აღმოჩენა იყო. ის ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეის მუშაობაშიც აქტიურად მონაწილეობდა.
თავის მხრივ, ჩიორა თაქთაქიშვილმა ნაციონალური მოძრაობის განახლებული ვებგვერდი გააცნო ჟურნალისტებს (www.unm.ge).





