რუმინეთი

ბასესკუ: რუსეთს ძლიერი გავლენა აქვს საზოგადოებრივ აზრზე

რუმინეთის უფლებამოსილებაშეჩერებული პრეზიდენტი ტრაიან ბასესკუ თვლის, რომ რუსეთს მის ქვეყანაში საზოგადოებრივ აზრზე ძლიერი გავლენა აქვს. ბასესკუმ გააკრიტიკა რადიო Голос России-ს რუმინული განყოფილების რედაქცია საზოგადოებაზე გადაჭარბებული გავლენის გამო.

ბასესკუს განცხადებით, მრავალი რუმინელი ანალიტიკოსი და ჟურნალისტი Голос России-დან მიღებულ ინსტრუქციებს მიჰყვება. თუმცა მან დაამატა, რომ მისი მოსაზრებები არ ეხება რუსეთის ხელისუფლებას.

ბასესკუს Голос России-ს რედაქციამ უპასუხა, რომ ისინი ჟურნალისტური ეთიკის და მიუკერძოებლობის პრინციპებს იცავენ. Голос России-ის წარმომადგენელმა ანდრეი ბისტრიცკიმ ბასესკუს შესთავაზეს რადიო ეთერში ან მათ ვებ საიტზე დაეფიქსირებინა პოზიცია. 

პრეზიდენტ ბასესკუს რუმინეთის პარლამენტმა უნდობლობა გამოუცხადა. დაინიშნა რეფერენდუმი, რომელსაც მისი იმპიჩმენტის საკითხი უნდა გადაეწყვიტა. ივლისის ბოლოს გამართულ რეფერენდუმზე მისული ამომრჩევლების უმრავლესობამ ხმა ბასესკუს იმპიჩმენტს მისცა. მაგრამ რეფერენდუმში მონაწილეობა ხმის უფლების მქონე მოსახლეობის მხოლოდ 46 პროცენტმა მიიღო (ნაცვლად 50 პროცენტისა), რითაც ბასესკუ იმპიჩმენტს გადაურჩა. რეფერენდუმის შედეგების ვალიდაცია რუმინეთის საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა მოახდინოს, იქამდე კი ბასესკუს უფლებამოსილებები შეჩერებული ექნება. 

კომენტარები