ამერიკა

ყოფილ კონგრესმენ გიფორდსზე თავდამსხმელს სამუდამო პატიმრობას უსჯიან

ყოფილ კონგრესმენ ქალ გაბრიელ გიფორდსზე თავდამსხმელ ჯარედ ლაფნერს სასამართლომ სამუდამო პატიმრობა მიუსაჯა. 7 აგვისტოს სასამართლომ ლაფნერი შერაცხადად მიიჩნია და დამნაშავედ სცნო ბრალდების 19 პუნქტში. ლაფნერმა საკუთარი თავი დამნაშავედ სცნო. ეს იყო ერთ-ერთი მიზეზი რის გამოც ის სასიკვდილო განაჩენს ასცდა. ლაფნერს განაჩენს ფორმალურად 15 ნოემბერს გამოუცხადებენ.  მას აპელაციის საშუალება არ ექნება. 

ლაფნერმა 2011 წლის 8 იანვარს, არიზონას შტატ ქალაქ ტუსონში კონგრესმენისა და ადგილობრივი მოსახლეობის საჯარო შეხვედრაზე გახსნა ცეცხლი. ტრაგედიას 6 ადამიანი შეეწირა, 13 კი დაიჭრა. დაშავებულებს შორის იყო გაბრიელ გიფორდსიც. მისი მდგომარეობა თვეების მანძილზე მძიმე იყო. მან კონგრესში დაბრუნება მხოლოდ 2012 წლის იანვარში მოახერხა. გიფორდსს კოლეგები ოვაციით შეეგებნენ, თუმცა 2012 წლის 25 იანვარს მან კონგრესში საკუთარი პოზიციის დატოვების შესახებ ფორმალური განაცხადი გააკეთა. მას სურს საბოლოოდ გამოჯანმრთელდეს და შემდეგ დაუბრუნდეს საჯარო სამსახურს.

კომენტარები