ამერიკა

კაცი, რომელიც ბაიდენს მოკვლით ემუქრებოდა, FBI-ს აგენტებმა მისი დაკავების მცდელობისას მოკლეს

9 აგვისტოს, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს აგენტებმა იუტას შტატში მცხოვრები კაცი, რომელიც ქვეყნის პრეზიდენტს, ჯო ბაიდენს ემუქრებოდა, მისი დაკავების მცდელობის დროს მოკლეს

სამართალდამცავი წყაროს ინფორმაციით, ფედერალური ბიუროს აგენტები კაცს ბრძანებებს აძლევდნენ, რა დროსაც მან იარაღი აგენტებს დაუმიზნა. გამომძიებლების ცნობით, კრეიგ რობერტსონს სნაიპერული შაშხანა და რამდენიმე სხვა ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონდა. 

მუქარის წერილები რობერტსონმა 7 აგვისტოს, ბაიდენის იუტაში დაგეგმილი ვიზიტის წინ გამოაქვეყნა. "გავიგე, რომ ბაიდენი იუტაში მოდის. დროა, ჩემი სნაიპერული შაშხანის მტვერი გავწმინდო". - დაწერა რობერტსონმა.

მან ბოლო თვეებში ონლაინ მუქარები იმ დემოკრატი პოლიტიკოსებისა და პროკურორების მიმართაც გამოაქვეყნა, რომლებმაც ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის წინააღმდეგ საქმე აღძრეს.

8 აგვისტოს რობერტსონმა დაწერა: ”FBI, თქვენ კვლავ აკვირდებით ჩემს სოციალურ მედიას? ვამოწმებ, რომ დარწმუნებული ვიყო, რომ დატენილი იარაღი თან მექნება, თუ ხელმეორედ ჩამოხვალთ“.

CNN-ისთვის მიცემულ ინტერვიუში FBI-ს წარმომადგენელმა აღნიშნა, რომ FBI სერიოზულად ეკიდება ყველა ინციდენტს, რომელშიც მისი აგენტები მონაწილეობენ. შესაბამისად, სროლის ინციდენტი FBI-ს ინსპექტირების სამმართველო განიხილავს.

კომენტარები