არჩევნები 2012

ქართული ოცნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ინიციატივას შეუერთდა

კოალიცია ქართული ოცნება ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მოწოდებას შეუერთდა და და 7-8 აგვისტოს წინასაარჩევნო აგიტაციაზე მორატორიუმი გამოაცხადა. ეს ინფორმაცია კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სააგენტო ინტერპრესთან დაადასტურა.

"ვუერთდებით ამ ინიციატივას, საარჩევნო კამპანიას ვწყვეტთ და მიგვაჩნია, რომ ეს სწორი ინიციატივაა. შესაბამისად, ამ ორი დღის განმავლობაში არაფერს არ ვაკეთებთ. კოალიციის ტრადიციული ბრიფინგი ჩატარდება, თუმცა ეს იქნება საინფორმაციო ხასიათის", - განაცხადა ფანჯიკიძემ.

შეგახსენებთ, რომ ერთიანი ნაციონალური მოძრაობა 6 აგვისტოს გამოვიდა ინიციატივით აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით შეწყდეს საარჩევნო აგიტაცა.  

კომენტარები