კახეთი

საქართველოს პრეზიდენტი კახეთის სარეაბილიტაციო სამუშაოებით დაინტერესდა

მიხეილ სააკაშვილი კახეთის გუბერნატორის პირველ მოადგილეს გიორგი სიბაშვილსა და კახეთის აღდგენისა და აღორძინების საკოორდინაციო შტაბის ხელმძღვანელს ლევან ბეჟაშვილს შეხვდა. შეხვედრის ამსახველი ვიდეომასალა საქართველოს პრეზიდენტის Facebook-ის გვერდზე გავრცელდა.

სააკაშვილი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციო სამუშაოების მიმდინარეობით დაინტერესდა. პრეზიდენტის განცხადებით, სექტემბრის ბოლომდე უნდა დასრულდეს ფულადი კომპენსაციების დარიგება. ამას გარდა, პრეზიდენტმა ახალი ვენახების გაშენებისა და მწვანე ნარგავების გაახლების საკითხიც დასვა.

ლევან ბეჟაშვილის განმარტებით, უკვე დასრულებულია სახლების 95%-ის გადახურვა. გადახურვის სამუშაოები მიმდინარეობს 154 სახლზე. 

კომენტარები