არჩევნები 2012

ნაციონალური მოძრაობა 2 დღით საარჩევნო კამპანიას წყვეტს

აგვისტოს ომის 4 წლისთავთან დაკავშირებით, 7  და 8 აგვისტოს, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა საარჩევნო კამპანიას წყვეტს. ამის შესახებ სპეციალური განცხადება, ნაციონალური მოძრაობის გენერალურმა მდივანმა მიხეილ მაჭავარიანმა პარტიის ოფისში გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთა. ”ეს არის პერიოდი, როდესაც ყველამ კიდევ ერთხელ უნდა გაიხსენოს საქართველოს ისტორია და პატივი მიაგოს რუსეთის აგრესიის გამო დაღუპულებს” - განაცხადა მაჭავარიანმა.

2 დღის განმავლობაში ნაციონალური მოძრაობა შეწყვეტს ბუკლეტების დარიგებას, საარჩევნო რეკლამასა და ამომრჩევლებთან საჯარო შეხვედრებს. პარტიის წამომადგენლები  მხოლოდ სახელმწიფო ღონისძიებებში მიიღებენ მონაწილეობას.

მსგავსი მორატორიუმისკენ მიხეილ მაჭავარიანიმა სხვა პარტიების წარმომადგენლებსაც მოუწოდა. 

კომენტარები