აშშ-საქართველოს ურთიერთობები

ამერიკელი კონგრესმენი: რუსეთმა სამხედრო წვრთნები უნდა გააუქმოს

აშშ-ს ჰელსინკის ჯგუფის თავჯდომარემ, კონგრესმენმა კრის სმიტმა რუსეთს მოუწოდა, უარი თქვას სამხედრო მანევრებზე „კავკაზ-2012“ საქართველოს საზღვრებთან და ოკუპირებულ ტერიტორიებზე.

როგორც კონგრესმენის განცხადებაში აღნიშნული, რუსეთმა სამხედრო წვრთნები 17 სექტემბერს იწყება და 23 სექტემბრამდე გაგრძელდება, როდესაც საქართველოში საპარლამენტო არჩევნებამდე ერთ კვირზე ოდნავ მეტი დრო დარჩება. „რუსეთის ხელისუფლებამ განაცხადა, რომ მსხვილმასშტაბიანი წვრთნების ჩატარებას არა მხოლოდ რუსეთის, არამედ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის ტერიტორიაზე აპირებს, რომლებსაც საერთაშორისო თანამეგობრობა საქართველოს ტეროტორიად აღიარებს და რომლებიც უკანონოდ იქნა ოკუპირებული და მილიტარიზებული რუსეთის მიერ 2008 წლის აგვისტოში საქართველოში მისი შემოჭრის შემდეგ“, - აცხდებს სმიტი.

„წვრთნების ჩატარება საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაშინების უხეშ ტაქტიკას წარმოადგენს. რუსეთის ხელისუფლებამ უნდა გააუქმოს ეს წვრთნები, რომლებიც ეწინააღმდეგება სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობის პატივისცემის პრინციპებს, რაც ეუთო-ს ჰელსინკის შეთანხმებებშია დაფიქსირებული, - ნათქვამია კონგრესმენის განცხადებაში.

მისი აზრით, რუსეთის ქმედებები ადასტურებს, რომ შეერთებულმა შტატებმა უნდა გააძლიეროს საქართველოს სუვერენიტეტის, დამოუკიდებლობისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერა.

ევროპაში თანამშრომლობის და უსაფრთხოების კომისია, რომელიც აშშ-ს ჰელსინკის კომისიის სახელითაც არის ცნობილი, ფედერალური მთავრობის დამოუკიდებელი სააგენტოა, რომლის ფუნქციას ჰელსინკის შეთანხმებების შესრულებაზე მეთვალყურეობა, ასევე ეუთო-ს წევრ ქვეყნებში ადამიანის უფლებების, დემოკრატიის, ეკონომიკური სდა სამხედრო თანამშრომლობის წახალისება წარმოადგენს. კომისიის შემადგენლობაში შედიან: ცხრა სენატორი, წარმომადგენელთა პალატის ცხრა, სახელმწიფო დეპარტამენტის, თავდაცვისა და ვაჭრობის სამინისტროების თითო წარმომადგენელი.

 

კომენტარები