ქართული ოცნება

ვალერი მელაძე: კალაძესთან გადაღებული ფოტოები პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს

კახი კალაძესთან ერთად გადაღებული ფოტოები პოლიტიკურ შინაარსს არ ატარებს, - ამის შესახებ ჟურნალისტებს მომღერალმა ვალერი მელაძემ ბათუმში კონცერტის დაწყებამდე განუცხადა. მომრერალის თქმით, მას არ ეგონა, ამ ფოტოების გამო "ამხელა ხმაური თუ ატყდებოდა".მელაძის განმარტებით, მას არც ერთ ქვეყანაში პოლიტიკურ აქციებში მონაწილეობა არ მიუღია.

ქართული ოცნების ერთ-ერთი ლიდერის, კახი კალაძის facebook-ის გვერდზე 2 აგვისტოს საღამოს მისი და ვალერი მელაძის ფოტოები გავრცელდა, სადაც კალაძესა და მელაძეს ქართული ოცნების ლოგოიანი მაისურები აცვიათ. ფოტებს აქვს წარწერა - "ვალერი მელაძე ქართველი ხალხის გვერდით".

ვალერი მელაძის განმარტებით, იგი კალაძესთან მრავალი წელია მეგობრობს. „მე ვნახე, რომ მას ეცვა ეს მაისური. მან მითხრა, შენი ზომაც მაქვსო. ფოტო ერთად გადავიღეთ და იმეილზე გამომიგზავნა. მე არ მივიღებ არც ერთ პოლიტიკურ აქციაში მონაწილეობას, ამაში დარწმუნებული ვარ. რუსეთშიც ბევრმა პარტიამ მთხოვა მონაწილეობის მიღება. ვინც არ უნდა გაიმარჯვოს არჩევნებში, ყველამ მინდა ძალები არ დაზოგოს, რომ საქართველო იყოს კარგად. მე ჩემი მხრიდან ამას ვაკეთებ საქველმოქმედო კონცერტის სახით“, - განაცხადა მომღერალმა.

ვალერი მელძის კონცერტი ბათუმის პიაცაზე გუშინ 21:00 საათზე დაიწყო და დაახლეობით 2 საათი გაგრძელდა. კონცერტს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილიც დაესწრო.

მომღერალმა თავისი ცნობილი ჰიტები, ასევე პოპულარული ქართული სიმღერები შეასრულა.

 

კომენტარები