არჩევნები 2012

ნათელაშვილის მიმართვა ხალხს - ხმა მიეცით პარტიას, რომელსაც არაერთხელ უღალატეთ

"ხმა მიეცით ლეიბორისტულ პარტიას და გადაარჩინეთ საქართველო", - ამ დევიზით 2 აგვისტოს შალვა ნათელაშვილმა პარტიის წინასაარჩევნო კამპანია გახსნა.

"1 ოქტომბერი არჩევნების კი არა, საქართველოს ყოფნა-არყოფნის დღეა. ასარჩევი ბევრი არაფერი გაქვთ, ერთ მხარეზეა სამშობლოთი მოვაჭრე სააკაშვილ-ივანიშვილის პროამერიკულ მილიარდერ მძარცველთა ბანდა, მეორე მხარეს თქვენი ლეიბორისტული პარტია, რომელსაც არაერთხელ უღალატეთ და ეს უკვე დაგიჯდათ ქვეყნის დაშლად. ისტორია შეცდომას არ გვაპატიებს. ერთხელ მაინც გვანდეთ ქვეყანა და ჩვენ გადაგარჩენთ. მდიდარს წავართმევთ, ღარიბს დავუბრუნებთ, საქართველოს აღვადგენთ, მთავარია, არ გაიყოდოთ და არ შეშინდეთ", _ განაცხადა შალვა ნათელაშვილმა დღევანდელ პრესკონფერენციაზე.

რაც შეეხება ლეიბორისტული პარტიის სიას და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატებს, ნათელაშვილის თქმით, პარტიიდან ახალი სახეები წარდგენილი არ იქნება.

ნათელაშვილი არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნით უკმაყოფილოა. ლეიბორისტული პარტიის ლიდერი აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილმა არჩევნები სპეციალურად დაამთხვია რუსეთის წვრთნებს კავკასიაში, რათა ეს ფაქტორი თავისი საარჩევნო პიარისთვის გამოიყენოს.

 

კომენტარები