უბედური შემთხვევა

საქართველოში ლატვიელი სამხედრო გარდაიცვალა

საქართველოში წვრთნებზე მყოფი ლატვიელი კაპრალი ორგანიზმის გადახურების შედეგად საავადმყოფოში გარდაიცვალა. ამის შესახებ ლატვიური ინტერნეტ-გამოცემა DELFI ლატვიის თავდაცვის სამინისტროზე დაყრდნობით იუწყება.

გამოცემის ცნობით, ლატვიის შეიარაღებული ძალების პირველი ქვეითი ბატალიონის კაპრალი, იანის ვოიტკევიჩი საქართველოში მიმდინარე სამხედრო-სამთო სწავლებაში მონაწილეობდა და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა 25 ივლისს გაუარესდა.

ვოიტკევიჩი თავდაპირველად გორის სამხედრო ჰოსპიტალში მოათავსეს, 27 ივლისს კი გერმანიის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს, თუმცა ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს.

მომხდართან დაკავშირებით ლატვიის პრეზიდენტმა და თავდაცვის სამინისტრომ დაღუპული კაპრალის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს.

 

კომენტარები