კოალიცია ქართული ოცნებისთვის საპარლამენტო არჩევნების პირველ ოქტომბერს დანიშვნა მისაღებია. ამის შესახებ კოალიციის პრესსპიკერმა მაია ფანჯიკიძემ სააგენტო ინტერპრესნიუსს განუცხადა.
ქრისტიან-დემოკრატების ერთ-ერთი ლიდერის ლევან ვეფხვაძის თქმით კი თარიღი უხერხულობას უქმნის დიდი ქალაქების მაჟორიტარებს, რადგან მოსახლეობის დიდი ნაწილი აგვისტოში ქალაქიდან არის გასული და შესაბამისად, პოლიტიკოსებს ამომრჩევლეთან შესახვედრად ნაკლები დრო რჩებათ.
ვეფხვაძის პოზიცია გაიზიარა ახალი მემარჯვენეების ლიდერმა დავით გამყრელიძემ. მისი თქმით, უმჯობესი იქნებოდა არჩევნები ოქტომბრის ბოლოს დანიშნულიყო.




