პატიმრობაში მყოფი უკრაინის ყოფილი პრემიერ მინისტრი იულია ტიმოშენკო ოპოზიციურ ბლოკ ბატკივშინას (მამულის) სიის სათავეშია. ამის შესახებ ინფორმაცია სააგენტო interfax-ი ავრცელებს.
გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, ბლოკმა გდაწყვეტილება 30 ივლისს, პარტიული ყრილობის დროს მიიღო. პარტიის სიაში მეორე ადგილას გაერთიანული ოპოზიციური საბჭოს ლიდერი არსენი იაცენუკია, მას მოსდევენ სამოქალაქო პოზიციის ლიდერი ანატოლი გრიცენკო და გაერთიანებული ოპოზიციის კამპანიის ხელმძღვანელი ალექსანდრე ტურჩინოვი. სიაში მოხვდა ყოფილი შინაგან საქმეთა მინისტრი იური ლუცენკოც.
ტიმოშენკო ამ დროისთვის შვიდწლიან პატიმრობაშია რუსეთთან გაზის შესახებ დადებული ხელშეკრულებების დადების დროს უფლებამოსილების გადაჭარბებისათვის.




