ლონდონის ოლიმპიური თამაშები

28 ივლისი ქართველი ოლიმპიელებისთვის წარუმატებელი აღმოჩნდა

ლონდონის ოლიმპიადის ქართველი მონაწილეებისთვის 28 ივლისი წარუმატებელი აღმოჩნდა.

ოლიმპიადას გამოეთიშა ძიუდოისტი ბეთქილ შუკვანი, რომელიც 60 კგ. წონით კატეგორიაში გამოდიოდა. ფრანგ სოფიენ მილუსთან შეხვედრაში ქართველი სპორტსმენი შეჯიბრების მეორე წრეში, დასრულებამდე ხუთიოდე წამით იპონით დამარცხდა.

ოლიმპიადას უბრძოლველად გამოეთიშა საქართველოს ოლიმპიური ნაკრების კიდევ ერთი წევრი, მოკრივე მერაბ თურქაძე. გავრცელებული ინფორმაციით, მან წონის ნორმატივები ვერ ჩააბარა - მომატებული 300 გრამის გამო, საკუთარ წონაში ვეღარ იასპარეზა. თურქაძე ერთადერთი ქართველი მოკრივე იყო, რომელსაც 56 კგ წონით კატეგორიაში უნდა ეასპარეზა.

 

კომენტარები